მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სასრიალო ტრასა გუდაურში - რა სიახლეები იგეგმება 2021 წლისთვის

5e2a98e635ac8
ინგა მურუსიძე
24.01.20 11:25
1618
2021 წელს დაბა გუდაურში, სეთურების საბაგიროს ქვედა სადგური და ახალი სასრიალო ტრასა მოეწყობა.

საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, დაბა გუდაურში, სეთურებში, საბაგიროს ქვედა სადგურის, სასრიალო გზისა და ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვისა და კომპენსაციის მიდგომების განმსაზღვრელი სახელმძღვანელოს შესახებ.

Bm.ge შეეცადა გაერკვია, თუ რას ითვალისწინებს დადგენილება:

"2021 წლისთვის დაბა გუდაურში, დასრულდება პროექტი რომელიც გულისხმობს სეთურეთში საბაგიროს ქვედა სადგურის, სასრიალო გზისა და ავტოსადგომის მოწყობასა და მშენებლობას. პროექტის განხორციელების შედეგად, ქვედა გუდაურის საბაზო არეალში შეიქმნება მოსახერხებელი გადაადგილების პორტალი. საქართველოს მთავრობამ იმსჯელა და მოიწონა აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების გეგმა“, - აცხადებენ ქონების მართვის სააგენტოში.

რაც შეეხება მთის კურორტების განვითარების კომპანიას, რომელსაც სასრიალო ტრასის მოწყობა და შემდგომში მისი მონიტორინგი ევალება, ამბობენ, რომ ჯერ აღნიშნულ საკითხზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის.