მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი შეთავაზება TKT.GE-სგან - რა პრიორიტეტები აქვს ავიაბილეთების შეძენას პლატფორმაზე

5e4e9637739b1
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.20 22:44
1898
გვიხარია, რომ ჩვენ მომხმარებლებს უკვე ავიაბილეთების ონლაინ შეძენის სერვისსაც ვთავაზობთ, - ამის შესახებ BM.GE-ს TKT.GE -ს დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ლევან კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, TKT.GE უკვე მეოთხე წელია ქართველი მომხმარებლისთვის ბილეთების შეძენის პროცესის გასამარტივებლად ინოვაციურ სერვისებს ნერგავს.

„ავიაბილეთების შეძენის პროცესში ფასის გარდა, არსებობდა რიგი ხარვეზები, რისი მაქსიმალურად გამარტივებასაც შევეცადეთ.

ამ მიმართულებით, თითქმის წელიწადია ვმუშაობთ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან, რათა ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ მსოფლიოში კონკურენტული ფასი და მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამ პროცესში GASA-ა.  

სხვა საიტებისგან განსხვავებით, TKT.GE -ზე შესული მომხმარებელი ყოველგვარი გადამისამართებების და უცნობ კომპანიებში რეგისტრაციის გარეშე ყიდულობს ავიაბილეთს მისთვის ნაცნობ, კომფორტულ გარემოში.

ფუნქციონირებს როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო მხარდაჭერა. ფასები კი ყველაზე კონკურენტულია”, - აცხადებს ლევან კილაძე.

TKT.GE-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ბილეთების შეძენა მომხმარებლებს უზბეკეთში ამოქმედებულ TKT-ის პლატფორმაზეც შეეძლებათ. კომპანიის დამფუძნებელმა BM.GE-სთან იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომელიც პლატფორმაზე ავიაბილეთების შეძენას აქვს.

„არ გვინდა მოვლენებს წინ გავასწროთ, თუმცა ზაფხულში კიდევ არაერთი სიახლით გავახარებთ ჩვენს ერთგულ 300,000 მომხმარებელს. ასევე წარმატებული სტარტი გვაქვს უზბეკეთის ბაზარზეც, სადაც ერთ თვეში ავიაბილეთების გაყიდვასაც დავიწყებთ.

რატომ ჯობს TKT.GE -ზე ავიაბილეთის ყიდვა? კონკურენტული ფასები ავიაბილეთებზე, მსოფლიო მასშტაბით 24/7 ქართულენოვანი ქოლცენტრი შეკითხვებისთვის და დახმარებისთვის, TKT Club წევრებისთვის დამატებითი ბენეფიტები, არსად არ გადამისამართდებით, ყიდულობთ ჩვენსავე საიტზე, ლარში. მაგალითისთვის, აპრილის თვეში თბილისიდან მილანის მიმართულებით ბილეთი 40 ევრომდე ღირს, სტამბულამდე - 60 ევრო.

ასევე, ონლაინვე შესაძლებელია სამოგზაურო დაზღვევის შეძენაც“, - ამბობს პლატფორმის დამფუძნებელი.