მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი შეზღუდვები თურქეთში - 30 მთავარ ქალაქში ავტომობილების შესვლა და გასვლა აიკრძალა

5e8836c23e935
თელარა გელანტია
04.04.20 11:50
2846
კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.

კერძოდ, ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, ასევე, ქალაქ ზონგულდაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

გარდა ამისა, თურქეთის მასშტაბით, ქუჩაში გასვლა იკრძალება 65 წელს გადაცილებული, ასევე, 20 წელს ქვემოთ და 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მოსახლეობისთვის;

ბაზრებსა და მარკეტებში მოსახლეობისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;

პირი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დაიცავს 3 ნაბიჯიან დისტანციას, დაჯარიმდება;

საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც;

აღნიშნულ აკრძალვებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს:

„დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00. ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, - ნათქვამია ინფორმაციაში.