03.დეკემბერი .2021 23:11

ახალი შტამი „ომიკრონი“ საპანიკო არაა - WHO

ახალი შტამი „ომიკრონი“ საპანიკო არაა - WHO
views 1650
უკან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო არ უნდა ჩავარდეს პანიკაში ახალი შტამის „ომიკრონის“ გამოჩენის გამო, თუმცა უნდა მოემზადოს.

როგორც პრესკონფერენციაზე WHO-ს მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, დღევანდელი სიტუაცია ერთი წლის წინანდელთან შედარებით, საკმაოდ განსხვავებულია.

აღსანიშნავია, რომ „ომიკრონი“ უკვე 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯერჯერობით ბევრი რამ მის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეცნიერმა განაცხადა, სამხრეთ აფრიკის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ის გადადების მაღალი დონით გამოირჩევა.

მისივე თქმით, „ომიკრონი“ მსოფლიოში შესაძლოა დომინანტი შტამი გახდეს, ამჟამად გლობალურად 99%-ის შემთხვევაში დელტა შტამი ცირკულირებს.