მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სმარტფონი Xiaomi-სგან - Mi Mix Alpha განსაკუთრებული მახასიათებლებით

5d8a55f4d3e4c
მიხეილ ხაჩიძე
25.09.19 20:50
2325

ჩინურმა კომპანიამ - Xiaomi კონცეპტუალური სმარტფონი Mi Mix Alpha წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მობილურის ეკრანი თითქმის მთლიანად კორპუსს მოიცავს.  


ეკრანის უკანა ნაწილი დამხმარე ინფორმაციას აჩვენებს, როგორიცაა ტაქსის მარშრუტი, მატარებლის და თვითმფრინავის ბილეთები, ამინდის პროგნოზი, სახლის მართვის ინტერფეისი და ნავიგატორი.




ეკრანის გვერდითა პანელზე ბატარეის დასამუხტი  ადგილია გაკეთებული; იქვე ქსელის სიგნალი და ხმის მარეგულირებელი სენსორებია. მოწყობილობა დამზადებულია ტიტანის შენადნობისგან, ხოლო ზოლები უკანა მხარეს კერამიკისგან აქვს გამოყვანილი. ეკრანი და კამერის ობიექტივი საფირონის კრისტალისგან არის გაკეთებული.

 


ტელეფონს 5G ინტერნეტის მხარდაჭერა აქვს. ის 2019 წელს  მცირე  რაოდენობით გამოვა; სმარტფონი $2800 ეღირება.