18.აგვისტო .2020 15:05

ახალი სსიპ-ი – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო დაფუძნდა

views 1428
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო შეიქმნა.

დადგენილებისვე მიხედვით, ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

„დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის რეალიზების მიზნით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდეს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცეს სააგენტოს“, - ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილება საგანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.