PMCG კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელმა BMGTV-ის გადაცემა #BMGDRIVE-ში საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტის მიზეზებსა და გამოსავლის გზებზე იმსჯელა. ინტერვიუში საუბარი ასევე შეეხო კვალიფიციური მუშა ხელის გამოწვევის დაძლევისთვის პროფესიული სასწავლებლების და ზოგადად, პროფესიული განათლების მნიშვნელობას.
„პროფესიულ განათლებას გაცილებით უფრო დიდი ღირებულება გააჩნია განვითარებულ ქვეყნებში, ვიდრე უმაღლესი განათლების იმ ფორმატს, რომელსაც ჩვენ უმაღლეს განათლებას ვუწოდებთ. რატომ? - იმიტომ, რომ ის არის გაცილებით უფრო მოქნილი და სწრაფი, უპასუხოს ადამიანების მოთხოვნას რეკვალიფიკაციაზე. მაგალითად, ადამიანმა დაინახა, რომ IT ტექნოლოგიებში არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობები დასაქმებისთვის, ის მიდის რომელიღაც ცენტრში თუ კოლეჯში, იღებს საჭირო უნარებს და ხდება სამუშაო ძალის ნაწილი, საქმდება. ამდენად ორი აზრი არ არსებობს, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებს ძალიან დიდ დატვირთვა აქვს“, - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი და იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც საქართველოში პროფესიული განათლება პოპულარული არაა.
„რატომ არაა საქართველოში პროფესიული განათლება პოპულარული? - ამას ისტორიული საფუძველი აქვს, რომელიც გარკვეულ კულტურულ საკითხსაც მოიცავს.
საქართველოში უმაღლესი განათლების დიპლომს რაღაც რეგალია აქვს, სტატუსებრივი ხასიათი გააჩნია. ეს სიმახინჯეა, რომელიც შემორჩა, მაგრამ ალბათ გზადაგზა შეიცვლება. იცით, მე უკვე ვხედავ თაობას, რომელიც ბაკალვრიატს ასრულებს და როდესაც ვეკითხები, მაგისტრატურაზე სწავლას აგრძელებენ თუ - არა, მათი პასუხია - „არა, რაში მჭირდება, რატომ დავკარგო დრო, თუ დამჭირდა, შემდეგ მოვიფიქრებ“. ასეთი პასუხები კარგი სიგნალია ანუ ახალგაზრდები უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ ტყუილად ქაღალდი/დიპლომი არაფერში სჭირდებათ“, - აღნიშნა ლექსო ალექსიშვილმა.
ამასთან, PMCG კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებლის აზრით, ბიზნესების ჩართულობის გარეშე ეფექტიანი პროფესიული განათლების სისტემა ვერ შეიქმნება.
„რამდენსაც არ უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ „მოდი, მე შვექმნი პროფესიული სასწავლებლის რაღაც სისტემას", თუ მოთხოვნა არაა ბიზნესებისგან, დამსაქმებლებისგან, აზრი არ აქვს, აბსოლუტურად უზრობაა, ამიტომ ერთადერთი, რაც შეიძლება კარგი მოხდეს, ესაა ძალიან კარგი სინერგია და თანამშრომლობა კერძო სექტორს, სახელმწიფოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის“, - თქვა მან და დასძინა, რომ საქართველოში ამ ფორმის თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრის ელემენტებს ადგილი უკვე აქვს.
==
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი