მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი ტექნოლოგიები მოგვწონს, მაგრამ ვიყენებთ ისევ კალკულატორებს“ – თემურ ჭყონია

5f7370d370fae
თათია ჩაფიჩაძე
29.09.20 23:40
2579
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქვეყნის უმთავრესს პრობლემად კვლავ ბიუროკრატიას ასახელებს და აცხადებს, რომ ქვეყანა მართვის თანამედროვე მოდელზე უნდა გადავიდეს, რომელიც გუბერნატორებისა და სსიპ-ების არსებობას გამორიცხავს.

„ბიუროკრატიული სისტემა გამოწვევა კი არა ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემაა. პანდემიამ აჩვენა, რომ ქვეყნის მართვა შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. სამწუხაროდ ჩვენ ახალ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ და მოგვწონს, მაგრამ ვიყენებთ ისევ კალკულატორებს. ახალი ტექნოლოგიების პირობებში არ არის საჭირო ამდენი გუბერნატორი, სირცხვილია. არ არის აუცილებელი ამდენი სსიპ-ი და უბედურებები, არაფრის მაქნისი არ არიან აბსოლუტურად.

შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ არც 150 წევრია საჭირო პარლამენტში იმიტომ რომ, თუ გადავხედავთ ისტორიას, სულ პარლამენტის 50 ან 100 წევრსაც არ ვიცნობთ ხოლმე, რადგან არ ვიცნობთ ე.ი. არ მონაწილეობენ პარლამენტის ცხოვრებაში. ე.ი. 50 კაცი ყოფილა საჭირო. ამ სახელმწიფოს არ შეუძლია ამდენი უსაქმურის შენახვა. შევინახავდით რომ იყოს პერსპექტიული, რომ ვიცოდეთ რომ დღეს დახარჯული ფული ამ გუბერნატორებზე 5 წლის შემდეგ მოგვიტანს შედეგს, მაგრამ ეს არის წყალში გადაყრილი ფული. ის ბიუჯეტი, რომელიც აქვს გუბერნიას, არ საჭიროებს ამდენ მართვას. ჩვენ 300-400 მლნ-ს ვმართავთ 3 ფინანსისტით და 4 მენეჯერით, რაში სჭირდება 30 მლნ ლარს გუბერნატორი? არ სჭირდება. ეს უნდა გაუქმდეს, ეს ქვეყანა უნდა აშენდეს ახლიდან იმ მინიმალური მმართველობის სისტემით, რომელიც შეესაბამება იმ თანხებს, რაც სახელმწიფოს გააჩნია. ჩვენ ჯერ ვეძებთ ადამიანებს და მერე ვეძებეთ ფულს როგორ გადავარჩინოთ ეს კაცი, არ გამოვა ასე, ჩვენ გვაქვს მცირე თანხები და უნდა იყოს ახალი ტექნოლოგიების გამოყენება იმგვარად, რომ მცირე თანხებით ვმართოთ ქვეყანა.“ - განაცხადა ჭყონიამ.