საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ₾200 მლნ გამოიყოფა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი და პრიორიტეტული მიმართულებაა და ეს პროექტიც ტურიზმის განვითარებისთვის ხორციელდება.
„რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე, ჩემი დავალებით ეს პროგრამა უკვე გაკეთებულია, გამზადებულია, ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ უკვე კონკრეტულ გეგმას, როგორც არსებული ლოკაციების, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება აღნიშნული პროგრამა და მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 200 მლნ ლარს. ეს თანხა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე გამოიყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-მ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ჰკითხა თუ ვინ შეასრულებდა ახალი ტურისტული ლოკაციების პროექტებს. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კურორტების განვითარების მიმართულებით ჩასატარებელი სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
„ეს არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილი 200 მლნ ლარი. ეს თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში აისახება, შესაბამისად აღნიშნული პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შესრულდება. თუმცა მჭიდრო კოორდინაციაში ეკონომიკის სამინისტროსთან იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით ხედვას ამზადებს, რომლითაც აღნიშნული ლოკაციების შერჩევა ფაქტობრივად დასრულებულია და პირველადი პროექტების სახით მალე წარმოადგენენ, სწორედ ამაზე დაყრდნობით იქნება ხარჯვითი ნაწილი გაწერილი, ხოლო უშუალო განმხორციელებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროა“, - თქვა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება