მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი წლისა და შობის ღამეს საზტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

63ae93f9a79ab
BM.GE
30.12.22 11:30
821
ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

„შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და 7 იანვარს, მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის საათებში განაგრძობენ მუშაობას და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს მოემსახურებიან“, - განცხადა კახა კალაძემ.