მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ზელანდია covid-19-ის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს

5e9d52276b3ff
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.20 11:59
1274
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯესიკა არდენმა გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლის 4-ეტაპიანი გეგმა აქვს, რომელიც 23 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ 11 მაისამდე გადავადდა; პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ძალიან ცოტა ქვეყანამ შეძლო. მოვახერხეთ და შევაჩერეთ  ვირუსის დამანგრეველი ტალღა. ჩემი გზავნილი თქვენდამი ასეთია, ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ იმ შედეგისთვის, რაც ახლა გვაქვს და ეს უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ჯესიკა არდენმა.

ახალ ზელანდიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 1,440 შემთხვევაა დაფიქსირებული; დაღუპულია 12 ადამიანი, ვირუსისგან კი, 974 პაციენტი განიკურნა.