მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ზელანდია კორონავირუსთან საბრძოლველად $7.3 მილიარდს გამოყოფს

5e709c598828f
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.20 14:10
769
დღეს ახალი ზელანდიის მთავრობამ ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა. ქვეყანა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 7.3 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ახალი ზელანდიის ფინანსთა მინისტრი გრანთ რობერტსონი აცხადებს, რომ COVID-19-ს ნეგატიური ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე, ხოლო აღნიშნული ფინანსური რესურსი ნეგატიური გავლენის შემცირებაში დაეხმარებათ.

ფინანსური პაკეტიდან 302 მილიონი აშშ დოლარი ჯანდაცვის სექტორზე დაიხარჯება, 1.79 მილიარდი - ფულადი სახსრების გამოთავისუფლებაზე და 3.2 მილიარდი აშშ დოლარი ვირუსისგან დაზარალებულ ბიზნესებზე, რათა მათ შეძლონ ხელფასების გაცემა.

რობერტსონი აცხადებს, რომ აღნიშნული დახმარება მხოლოდ დასაწყისია და ეკონომიკური კრიზისის გადასალახად მთავრობა სხვადასხვა გზებს მონახავს. სახელმწიფო მუდმივად დააკვირდება მიმდინარე ვითარებას და ადეკვატური ქმედებებით უპასუხებს.

ახალი ზელანდიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მგზავრები, მათ შორის ახალი ზელანდიის მოქალაქეები, ქვეყანაში დაბრუნებისას 14-დღიან საიზოლაციო პერიოდს გავლიან.

17 მარტის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი (ბოლო 24 საათის განმავლობაში +4).