მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ზელანდიის პრემიერი საზღვრების გახსნას სახიფათოს უწოდებს

5efb04b0bee97
ნათია თაქთაქიშვილი
30.06.20 22:00
857
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საზღვრების გახსნისკენ მოწოდებებს სახიფათო უწოდა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნისთვის რთულად მიღწეული წარმატებაა და ახალ ზელანდიაში მდგომარეობის გაუარესება არ სურს.

როგორც მან აღნიშნა, „მსოფლიოში ვირუსი ძალას იკრებს და მისი გავრცელების ტემპი არ იკლებს“.

„ვირუსი 10 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა ნახევარ მილიონზე მეტი. ქვეყნების ნაწილი ახანგრძლივებს ან ხელახლა აწესებს კარანტინს. ამ პირობებში ჩვენ ახალ ზელანდიაში უქმე დღეებში სპორტით ვარ დაკავებულები, დავდივართ რესტორნებსა და ბარებში, სამუშაო ადგილები ღიაა და შეგვიძლია, შევიკრიბოთ რამდენსაც ამის სურვილი გვაქვს. ეს რთულად მოპოვებული წარმატებაა და მთავრობას ამ ყველაფრის წყალში ჩაყრა არ სურს. იდეას, რომ ჩვენ უნდა გავხსნათ საზღვრები მსოფლიოში არსებული გარემო პირობების გათვალისწინებით, საფასური აქვს. ეს საფასური უარეს შემთხვევაში შეიძლება იყოს COVID-19-ის მეორე ტალღა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში შეზღუდვების ხელახლა დაწესება“, – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა.