მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Axess Finance - დავების დაფინანსებისა და ვალების გამოსყიდვის ინოვაციური მექანიზმის დანერგვა საქართველოში

5fb380ffc0a53
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.20 11:52
826
დღეს საქართველოში სასამართლო დავების დაფინანსების პირველი პლატფორმა - Axess Finance ამოქმედდა.

კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს დავის დაფინანსებისა და დავალიანების გამოსყიდვის უნიკალურ და ინოვაციურ საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის მომსახურებები მსოფლიოში უკვე აპრობირებულია და დიდი ხნის განმავლობაში წარმატებულად ხორციელდება, საქართველოში Axess Finance ამ თვალსაზრისით პირველია და მას ანალოგი არ აქვს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - http://www.axessfinance.ge

Axess Finance ითანამშრომლებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან და დააფინანსებს ადვოკატის, საპროცესო და სასამართლო დავებთან თუ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში კოორდინაციას გაუწევს დავისა და მოლაპარაკების პროცესს. Axess Finance-ის პარტნიორია MG იურიდიული ოფისი - პირველი კლასის (tier 1) იურიდიული კომპანია საქართველოში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ Axess Finance-ის მიერ საპროცესო ხარჯების დაფინანსება მიზნად ისახავს დავის განხილვის პროცესში ფინანსური უთანასწორობის და არაეფექტურობის აღმოფხვრას.

„წამყვან საერთაშორისო კომპანიებსა და ჩემს ქართულ იურიდიულ ოფისში ორი ათწლეულის მანძილზე ჩემი, როგორც იურისტის, გამოცდილების განმავლობაში ხშირად მინახავს მხარეები, რომლებსაც კომერციულ ურთიერთობაში მეორე მხარეთა მიერ ზიანი მიადგათ, მაგრამ ვერ შეძლეს კომპენსაციის მოთხოვნა და ზიანის ანაზღაურება გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ შეეძლოთ ამ ტიპის მოთხოვნებთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების გაწევა. ასეთ შემთხვევებში, სხვა არჩევანის არქონის გამო დაზარალებული მხარეები ხშირად იძულებული ხდებიან დადონ მათთვის არახელსაყრელი შეთანხმებები ან მორიგებები“, - აცხადებს Axess Finance-ის დამფუძნებლი ნიკოლა მარიანი.

Axess Finance-თან თანამშრომლობით, მხარეებს შესაძლებლობა მიეცემათ აღმოფხვრან ფინანსური უთანასწორობა და მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.

ვალის გამოსყიდვა არის კიდევ ერთი მომსახურება, რომელსაც Axess Finance სთავაზობს მომხარებელს. აღნიშნული გულისხმობს Axess Finance-ის მიერ მოთხოვნებისა და დავალიანებების შესყიდვას წინასწარ შეთანხმებული პირობებით. ეს არის ეფექტური მექანიზმი ისეთი გამოუვალი მდგომარეობებისთვის როდესაც, მაგალითად, კრედიტორს სურს ვალის სწრაფი ანაზღაურება; ან როდესაც მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას გადაუხდელ ვალებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ Axess Finance-ისთვის მიმართვა სრულიად უფასოა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს - www.axessfinance.ge - და შეავსონ ელექტრონული განაცხადი დავის დაფინანსების ან ვალის გამოსყიდვის მომსახურებისთვის. განაცხადის წარდგენიდან 5 წუთში, Axess Finance-ის ანალიტიკური ჯგუფი დაიწყებს განაცხადის შეფასებას და დაგიბრუნდებათ 48 საათის განმავლობაში.
(R)