მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა ჩამოვედი ამერიკიდან და არაფერი ვიცი“ - იმნაძე ტიკარაძის გადადგომის მიზეზებზე

61b85704eb0f4
თელარა გელანტია
14.12.21 12:32
657
„არ ვიყავი საქართველოში, ახლა ჩამოვედი ამერიკიდან და არაფერი ვიცი“, - ასე უპასუხა დღეს NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებულ კითხვას.

მედიის კითხვაზე - როგორ გაგრძელდება პანდემიასთან ბრძოლა, პაატა იმნაძემ ასეთი პასუხი გასცა:

„პანდემიასთან ბრძოლა ერთნაირადაა ყველგან.. ამერიკაში ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ ტეხასში ჩვენზე უარესად ატარებენ პირბადეს“, - თქვა მან.

აღსანიშნია, რომ პაატა იმნაძემ დღეს უვადო „მწვანე პასპორტზე“ საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ უვადო "მწვანე პასპორტები" იყო.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა და როგორც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს, თუმცა მინისტრის მოვალეობას ის დეკემბრის ბოლომდე შეასრულებს.ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 ივნისიდან იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.