მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს რეალური პროგრესის დროა - კელი დეგნანი

62220dd145af8
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.22 17:10
1185
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებას - მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დღეს საქართველოს ევროატლანტიკურრი ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი შანსი მიეცა, რასაც ქვეყანამ მაქსიმალური ერთიანობით უნდა უპასუხოს.

“თქვენ იცით, რომ აშშ უკვე 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურრ მომავალს. ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია და ამისთვის უნდა განხორციელდეს ის რეფორმები, რომლებიც იყო ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ შეთანხმებული და რაც საჭიროა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა და პოლარიზაციის დაძლევა.

უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოს მომავალზე ევროკავშირსა და ნატოში, ეს არის საქართველოს მომავალზე ფოკისრების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა საქართველოსთვის და ეს უნდა იყოს ერთიანობის დრო. დრო, როდესაც გვერდით უნდა გადავდოთ ის თავდასხმები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი. ერთად უნდა ვიმუშავოთ საქართველოს წევრობაზე ევროატლანტიკურრ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, საქართველო მივა ამ ოჯახის წევრობამდე და ახლა არის დრო, როდესაც ამ მხრივ რეალური პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.

ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, მაგრამ ეს არის საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელი საქმე, ამას სჭირდება რთული შრომა, ჩვენ ვიცით, რომ ეს რთულია, მაგრამ გვჯერა, რომ თქვენ ამას შეძლებთ. ჩვენ თქვენ მიმართ გვაქვს დიდი იმედები და რწმენა. ჩვენ გვინდა, გიხილოთ ერთად, ერთად დამდგარი, რომ ეს საქმე ერთად გააკეთოთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.