27.ნოემბერი .2020 14:29

„ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ“ - პაატა იმნაძე covid-ინფიცირების დინამიკაზე

„ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ“ - პაატა იმნაძე covid-ინფიცირების დინამიკაზე
views 1120
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა შემთხვევების მატება ისეთია, რომ დიაგრამაზე ეს ჯომულუნგმაზე ასვლას ჰგავს". 

„ჩვენს ვებგვერდზე ყოველდღიურად იდება როგორია კოვიდ-ინფიცირების სტატისტიკა და დინამიკა. მე რომ გაზაფხულზე ჯომოლუნგმაზე ასვლას ვადარებდი ხოლმე, ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მთავრობის მიერ გაცხადებული შეზღუდვების გამო, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ინფიცირების მაჩვენებლების მყისიერ კლებას არ ელის.

"პირველი შედეგები 2 კვირაში იქნება", - თქვა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, სიტუაცის დასტაბილურებას ელია. "ველოდებით, რომ დეკემბრის მეორე ნახევარში მატება არ გვექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერჯერობით, კლებას ნამდვილად არ ველით, მით უმეტეს, პირველ დღეებში. პირველი შედეგები 2 კვირის მერე გვექნება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.