ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ ის ნდობა, როგორიც გვაქვს მაგალითად „NIKE”-სგან და „ADIDAS” -ისგან, შევინარჩუნოთ“ - ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ ე.წ ლოქდაუნი აღარ იქნება და ამაში მთავრობის მეთაურს ბიზნესიც ეთანხმება.
"ეს ალბათ ჩვენი საწარმოსთვისაც ძალიან მტკივნეული იქნება. პირველი ლოქდაუნის დროს მთელ მსოფლიოში იგივე პროცესი მიდიოდა და არ იყო თვალში მოსახვედრი საქართველოს სიტუაცია, მაგრამ ახლა რომ განმეორდეს, ძალინ რთული იქნება. პანდემიის პირველი ეტაპის დროს ნაცვლად შუა აზიის ქვეყნებისა, წამოვიდა შეკვეთები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ირდანია, ეგვიპტე და ა.შ. ამის საფუძველზე მეოთხე საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ ის ნდობა, როგორიც გვაქვს მაგალითად „NIKE”-სგან და „ADIDAS” -ისგან, შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გია ლომინაძემ.
მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრისას რამდენიმე შეღავათზე იყო საუბარი და მათ შორის ყველაზე მთავარი იყო ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება.
„დღეს ყურადღევბა გამახვილდა ასევე პრივატიზების საკითხზე. ანუ თუ ჩვენ გვინდა, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, საჭიროა პრივატიზების პროცედურების გამარტივება, რაც მომხიბვლელი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს განიხილავენ მიზნობრივ ბაზრად”, - განაცხადა გია ლომინაძემ.
მისივე ინფორმაციით, პრემიერმა გამოთქვა მზაობა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ პროექტზე იქნება მხარდაჭერა.
„მთავრობის მეთაურმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად ვიფიქროთ ახალ პროექტებზე, რათა საქართველოს ეკონომიკას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა