მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა მთავარია, ნდობა, რომელიც „NIKE”-სგან და „ADIDAS” -სგან გვაქვს, შევინარჩუნოთ“ - "აჭარა ტექსტილი"

5f8ee206e69b8
ინგა მურუსიძე
20.10.20 18:48
1059
ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ ის ნდობა, როგორიც გვაქვს მაგალითად „NIKE”-სგან და „ADIDAS” -ისგან, შევინარჩუნოთ“ - ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ ე.წ ლოქდაუნი აღარ იქნება და ამაში მთავრობის მეთაურს ბიზნესიც ეთანხმება. 

"ეს ალბათ ჩვენი საწარმოსთვისაც ძალიან მტკივნეული იქნება. პირველი ლოქდაუნის დროს მთელ მსოფლიოში იგივე პროცესი მიდიოდა და არ იყო თვალში მოსახვედრი საქართველოს სიტუაცია, მაგრამ ახლა რომ განმეორდეს, ძალინ რთული იქნება. პანდემიის პირველი ეტაპის დროს ნაცვლად შუა აზიის ქვეყნებისა, წამოვიდა შეკვეთები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ირდანია, ეგვიპტე და ა.შ. ამის საფუძველზე მეოთხე საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ ის ნდობა, როგორიც გვაქვს მაგალითად „NIKE”-სგან და „ADIDAS” -ისგან, შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრისას რამდენიმე შეღავათზე იყო საუბარი და მათ შორის ყველაზე მთავარი იყო ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება.

„დღეს ყურადღევბა გამახვილდა ასევე პრივატიზების საკითხზე. ანუ თუ ჩვენ გვინდა, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, საჭიროა პრივატიზების პროცედურების გამარტივება, რაც მომხიბვლელი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს განიხილავენ მიზნობრივ ბაზრად”, - განაცხადა გია ლომინაძემ.

მისივე ინფორმაციით, პრემიერმა გამოთქვა მზაობა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ პროექტზე იქნება მხარდაჭერა.

„მთავრობის მეთაურმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად ვიფიქროთ ახალ პროექტებზე, რათა საქართველოს ეკონომიკას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა.