მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა რომელი ჭკუათმყოფელი შეინახავს დანაზოგს ლარში?! - პაპაშვილი დედოლარიზაციაზე

606312b49f43d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 16:13
5222
ბიზნესმენი და კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ "დღეს ეროვნული ვალუტის მერყეობისა და გაუფასურების გამო, დანაზოგს ლარში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ გააკეთებს".

სამთავრობო პროგრამის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციის შემდეგ ბიზნესმენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკა მაშინ იქნება გამართლებული, როდესაც ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა იქნება.

„ყბადაღებული დედოლარიზაცია - კი, ბატონო, ჩვენ გვინდა მეტად ლარიზებული იყოს ეს ქვეყანა, მაგრამ სანამ სტაბილურობა არ არის ეკონომიკაში და ნდობა არ არის ლარისადმი, ეს შეუძლებელია. ნდობა რომ გაჩნდება, რასაც რამდენიმე წელი უნდა, ჩვენ დანაზოგებს 100 იქნება თუ მილიონი ლარი, შევინახავთ ლარში. აი, მაშინ უნდა გამოცხადდეს დედოლარიზაცია. ახლა რომელი ჭკუათმყოფელი შეინახავს ლარში ფულს?! ზოგადად, როდესაც ნაკლები რყევებია, არა მარტო მე, არამედ უცხოელი ინვესტორები ყიდიდნენ დოლარს და ინახავდნენ ფულს ლარში. ეს პირველი და უკიდურესი ამოცანაა, რომელიც უნდა დაისახოს ყველა ეკონომიკური მიმართულების მინისტრმა თუ ეროვნულმა ბანკმა“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.