მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა ტაციაობა იქნება ინვესტიციებზე"- თემურ ჭყონია

5ebd5636156c7
ელენე გოგბერაშვილი
14.05.20 18:30
1841
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ინვესტიციების მოსაზიდად სერიოზული „ტაციაობა იქნება“, საქართველოს კი, როგორც უსაფრთხო ქვეყანას, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას, აქვს შანსი, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორი პოზიციონირებით, ბევრი ინვესტორი მოიზიდოს.

ამ მიზნის მისაღწევად ბიზნესმენი მთავრობას სპეციალური პროგრამის შემუშავებას ურჩევს და დასძენს, რომ ქვეყნის სანდო იმიჯის და სამართლიანი სასამართლო სისტემის გარეშე, მხოლოდ ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, პოტენციურ ინვესტორებს ვერ დააინტერესებს.

„ახლა ტაციაობა იქნება ინვესტიციებზე. ტაციაობა იქნება და ყველა სახელმწიფო ეცდება, რომ ის ბიზნესები, რომლებიც კორონავირუსის გამო დაუცველია სხვადასხვა ქვეყნებში, მოიზიდოს.

ჩვენთან კარგი თემა რა არის, რომ კორონავირუსი სხვებთან შედარებით უფრო ჯანმრთელად გადავიტანეთ და ქვეყანას აქვს იმიჯი, რომ ქვეყანაში იმართება ეს კრიზისი და შესაძლებელია ეს დიდი მომენტი გამოვიყენოთ, მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენოთ ესეც უნდა ვიცოდეთ. მარტო იმის თქმა, რომ მაგრები ვართ, ერთმანეთს რომ ველაპარაკოთ, არა. ეს უნდა გაიგოს 300 000 კომპანიამ და მეტმა, რომ ერთი მაინც ჩამოვიდეს ჩვენთან.

როგორ? პროგრამა უნდა შედგეს. მეორე მომენტია, რომ უნდა იყოს ძალიან სამართლიანი ქვეყანა, ეჭვს გარეშე. ნდობა ქვეყნის მიმართ უნდა იყოს აწეული, რომ ნებისმიერი ინვესტორი ამ ქვეყანას ენდობა.

გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა, მაგრამ ჯერ უნდა იყოს ნდობა. ინვესტორებს ჯერ უნდა ვაჩვენით, რომ ჩვენ ვართ სანდო ხალხი, რომ ჩვენი სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალია, წესიერია, რომელიც მხოლოდ სიმართლეს ემსახურება. ეს არის მნიშვნელოვანი. ამაზე ლაპარაკი კი არ უნდა იყოს, ამაში რეალურად ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. როგორც კი ნდობა აიწევა, დამერწმუნეთ, გეოგრაფიული მდებარეობა სხვა სიმდიდრეს შეიძენს“-განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა.