მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახლა თუ არ გავცოცხლდით, მომავალ წლებში მილიარდიანი ინდუსტრია დაიღუპება” - ინსტრუქტორი

6031066f93bed
ანა ჯოხაძე
21.02.21 11:30
733
“ახლა ჩვენ თუ არ გავცოცხლდით, მომავალ წლებში მილიარდიანი ინდუსტრია დაიღუპება”- ამის შესახებ BM.GE-თან ინსტრუქტორმა შაკო აბრამიშვილმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, მთის კურორტების წარმომადგენლებმა მოამზადეს კვლევა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ნაკადების უსაფრთხოდ  მართვა. აღნიშნული კვლევა გადაგზავნილია პრემიერის აპარატშიც, თუმცა, როგორც მთის კურორტების წარმომადგენლები ამბობენ, კომუნიკაცია ამ დრომდე არ შედგა.

“გეგმა მოვმზადეთ, რაც საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოდ გავხსნათ ზამთრის კურორტები. შეიძლება ჩვენი საქმე არ იყო, მაგრამ მოვამზადეთ.  საზღვარგარეთის ტოპ ქვეყნებში ასოციციაციებს, ვისაც გადავუგზავნეთ, ამ კვლევით ყველა არის აღფრთოვანებული. ამ გეგმის მიხედვით, ნებისმიერი ზამთრის კურორტის მუშაობა შეიძლება. ჩვენ გვაქვს ახლა იმის შანსი, რომ დავდოთ მაგალითი – დავდოთ მოდელი, როგორ შეიძლება იმუშაოს მთის კურორტმა. ამის მერე ნახეთ რამდენი ვიზიტორი ეყოლება გუდაურს. ახლა ეს თუ არ გავაკეთეთ, მომავალ წლებში ვიქნებით ცარიელი. ახლა ჩვენ თუ არ გავცოცხლდით, მომავალ წლებში მილიარდიანი ინდუსტრია დაიღუპება. გუდაურს 410 000 ინდივიდუალური ვიზიტორი ჰყავდა 2017 წელს. აქ არის საუბარი ასეულობით მილიონ ლარზე. ამის გაზრდის საშუალება გვაქვს, შეგვიძლია პრემიუმ სექტორზე გავიდეთ. კურორტები ძალიან კარგად ვითარდება, ის ხალხი, ვისაც აბარია, მუშაობს 5-იანზე და აცალეთ, რომ იმუშაონ.”-ამბობს ინსტრუქტორი შაკო აბრამიშვილი.

ცნობისთვის, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გასული წლის მიწურულს კვლევა ჩაატარეს საბაგიროებთან დაკავშირებით, რომელიც 21 იანვარს პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილს თან ახლდა.

კვლევაში გაწერილია, თუ როგორ შეიძლება საბაგიროებთან ნაკადები უსარფრთხოდ იმართოს. ბიზნესის მიერ შეთავაზებული მოდელის მიხედვით, საბაგიროთი სარგებლობისას თითო კაბინაში სტუმრების რაოდენობა მცირდება. მაგალითად, საბაგიროთი სარგებლობისას - 6 კაციანი დასაჯდომი სკამები დაიტვირთება 2 მგზავრით, 3– და 4–კაციანი კი 1 მგზავრით. გათვალისწინებულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებიც და 2 მეტრიანი დისტანციის დაცვის აუცილებლობაც.