მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახმეტაში დამზადებული ეთერზეთები ექსპორტზე საფრანგეთსა და გერმანიაში გავა

5e5a691039ffe
ანი ციხისთავი
29.02.20 21:00
2055
კომპანია “აგრო არომა” ზაფხულში ეთერზეთების საფრანგეთსა და გერმანიაში ექსპორტზე გატანას გეგმავს - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ნაცვლიშვილმა განაცხადა.

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყნებთან, უბრალოდ ამ ეტაპზე რა რაოდენობასაც ვაწარმოებთ, ეს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის”,- აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 500 კილოგრამ ეთერზეთს ამზადებს, თუმცა ექსპორტისთვის წელს წარმადობის გაზრდას და 10-15 ტონა პროდუქტის წარმოებას გეგმავენ.

დღეს “აგრო არომა” პროდუქტს სხვადასხვა საეკლესიო მაღაზიაში ყიდის, სადაც 1კილოგრამი ეთერზეთის ფასი 100 ლარია. “ჩვენი პროდუქტი ახმეტაში, თელავში და თბილისში იყიდება”,- აცხადებს მწარმოებელი.

“აგრო არომას” ეთერზეთების საწარმო ახმეტაში 2018 წლიდან მოქმედებს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანიას ახმეტაში 3 საწარმო აქვს, რომელშიც ამ დრომდე დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.