15.აგვისტო .2019 17:15

ახვლედიანი "კონტის" გასვლაზე: არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერია ისეთი, რომ პროექტი დააზარალოს

views 415
უკან

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორი ინფრასტრუქტურის სამინისტროში მივიდა, სადაც ის "კონტი ჯგუფის" მიერ კონსორციუმის აქციონერთა ბორდის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას წარადგენს.

ახვლედიანი ერთ-ერთი მთავარი აქციონერის მიერ კონსორციუმის დატოვების ფაქტს არასასიამოვნოდ აფასებს, თუმცა ამბობს, რომ არ მომხდარა არაფერი ისეთი, რომ პროექტი და კონსორციუმი დაზარალდეს.

"კონტი ჯგუფს ჰქონდა პასიური როლი ამ ბოლო დროს. მათ დეკემბერში დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს და გუშინ არ იყო მიღებული, ამაზე ლაპარაკი გარკვეული პერიოდია მიმდინარეობდა. ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა არაფერი ისეთი, რომ დააზრაალოს პროექტი, ყოველ შემთხვევაში კონსორციუმი.

"კონტი" პასიურ როლში იყო, ისინი არიან სამშენებლო კუთხით ორიენტირებული ორგანიზაცია. მათი როლი იყო შემცირებული და მათი გადაწყვეტილება კრიტიკული არ არის.

მსხვილი აქციონერი იყო, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, როცა ფინანსური დახურვა დადგებოდა, მათი მონაწილეობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე დღეს.

მთავარია პროექტისთვის სტრატეგიული ინვესტორი გვყავს. ეს არის SSA Marine, რომელიც არის ოპერატორი და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ხდება აქციონერი ანაკლიის პორტში.

"კონტის" გადაწყვეტილების მიღება დასრულდა გასულ კვირას, მაგრამ დღეს შევიტანეთ ოფიციალური განცხადი. ჯერ არ მომხდარა მათი გაყვანა, ან გასვლა კონსორციუმიდან", - განმარტა ახვლედიანმა.

ამასთან, მიზეზების საჯარო დაფიქსირებიდან, რის გამო გავიდა "კონტი ჯგუფი" კონსორციუმიდან, ახვლედიანი თავს იკავებს.