მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარაშვილი EU-ს დელეგაციას შეხვდა - მხარეებმა 2022-2030 წლების ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს

62a5904b5495a
BM.GE
12.06.22 13:00
636
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია და მის განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო საჭიროებები განიხილეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებს დოკუმენტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის მიზნების განხორციელება მოსახლეობისთვის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას მკვეთრად გააუმჯობესებს.

დოკუმენტი, მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვას, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ასახავს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელი ტიბორ დრასკოვიჩი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი კოლომბ დე მერსი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.