მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარაშვილმა გამყრელიძისგან „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები მოისმინა - სამინისტრო

61dfc9bc16eff
ინგა მურუსიძე
13.01.22 11:05
609
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა ექნება, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ცენტრის თანამშრომლებს. 

ის NCDC-ს ესტუმრა და ცენტრის გენერალურ დირექტორს ამირან გამყრელიძეს შეხვდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში წერია, მინისტრმა კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები გამყრელიძისგან პირადად მოისმინა.

ზურაბ აზარაშვილმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია.

„პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია, ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი სხვადასხვა დაავადების პრევენციის და მართვის კუთხით. თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ სამომავლო გეგმები, თუ რა ნაწილში შეიძლება იყოს უფრო გააქტიურებული სამინისტროს ჩართულობა. ჩემი მხრიდან მათ ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ“ , - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრში პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფებოდა.