მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზარტულ თამაშებს სჭირდება ისეთი რეგულირება, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და ჩვენი საზოგადოება"

5d9c2fdaa2f9d
თელარა გელანტია
08.10.19 10:39
1275
„აზარტული თამაშები არის სოციალური პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა და დარეგულირება სჭირდება ისე, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში.



პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემასთან კომპლექსური მიდგომაა საჭირო - განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, სპორტი, სამართალდამცავი კომპონენტი, ფსიქოლოგიური დახმარება და ეკლესიის მონაწილეობა.