მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტულ თამაშებზე დემოკიდებულთა ბაზაში საკუთარი თავის შეყვანა 426-მა მოქალაქემ ითხოვა

62568d04aad4c
გიორგი თოლორდავა
13.04.22 12:50
3983

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. პირველი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 434 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 8 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე - 426. 

"პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლოთ მოძრავი სერვისცენტრის - RS CAR-ის მომსახურებით. 

ამასთან, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით - სათამაშო ბიზნესი", - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.  

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან კაზინოებს დამოკიდებულ ან აკრძალულ პირთა სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის უფლება არ აქვთ.