მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების გიგანტი მალაიზიიდან ლას-ვეგასში $4.3 მილიარდს აბანდებს

60d496c8a9de1
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.21 22:15
706
აზარტული თამაშების მალაიზიური გიგანტი Genting Group-ი ლას-ვეგასში $4.3 მილიარდს აბანდებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Genting Group-ი თანამშრომლობას Hilton Worldwide-თან განიხილავს.

პროექტის ფარგლებში, კომპანიები დამსვენებლებს  სასტუმროს 3,500 ნომერს შესთავაზებენ. იქვე განთავსდება 5,000-მდე მაყურებელზე გათვლილი კინო-თეატრი, მსოფლიოში ყველაზე დიდი LED ეკრანებით.

გამოცემა წერს, რომ ლას-ვეგასი კორონავირუსის პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია, თუმცა მარტსა და აპრილში სტუმრების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 27%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს.

ამასთან, BBC წერს, რომ ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით თითქმის 50%-ით არის გაზრდილი.