საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შემდეგ აზარტული თამაშების ინდუსტრიის მიერ გადასახადების სახით ბიუჯეტში შენატანები გაიზარდა. პრემიერი ამბობს, რომ ამ კომპანიებმა 110 მლნ ლარის გადასახადები გადაიხადეს, თუმცა რა პერიოდზეა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია.
"დღეის მდგომარეობით "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ" კანონში ცვლილებებით, აკრძალულ პირთა სიაში თითქმის 1.5 მილიონი ადამიანია შეყვანილი. ამდენს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდილებელი თამაშები. ამან ჩვენს ოაჯახებს დაუზოგა თანხები. ამას გარდა იცით, რომ ჩვენ გავუზარდეთ კომპანიებს გადასახადები. აქაც გაზრდილია, უფრო მეტ გადასახადებს იხდიან. 110 მლნ ლარია შემოსავალი, რომელიც ბიჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა",-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
2022 წელს აზარტული თამაშების სექტორი ახალი რეგულაციის პირობებში ოპერირებს. პირველი მარტიდან 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეებს თამაშის უფლება აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც.
ამასთან, 1 იანვრიდან შეიცვალა ონლაინ-თამაშების დაბეგვრის წესი. კერძოდ ბიზნესს უწევს მოგების გადასახადის სახით მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10% გადაიხადონ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი