მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ბანკებისგან სამეთვალყურეო საბჭოს ახლებურად დაკომპლექტებას ითხოვს

630874e054b60
ნინო ტაბატაძე
26.08.22 16:46
1431
ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს ახალ ვალდებულებას უწესებს. კერძოდ, ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტებას ითხოვს, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 40% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან.“

კობა გვენეტაძის ბრძანება უკვე ძალაშია. ბრძანების მიხედვით არაუმეტეს 2023 წლის 1 ივნისისა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 33% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან; არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა კი, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 40% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან.