მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის არასწორად წარდგენისთვის დაკისრებული ჯარიმისგან 2023 წლამდე თავისუფლდებიან

624d91df1d7ed
მარიამ იზორია
06.04.22 17:27
919
მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი განიხილა.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა დავითულიანმა გააცნო.

„პროექტის პირველი ეტაპი განვახორციელეთ შარშან და 1 იანვრამდე მოქმედებდა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება. წარუდგენლობის ან დარღვევით წარდგენის შემთხვევაში სანქცია მოხსნილი იყო. ახლაც გთავაზობთ, რომ 2023 წლის 1 იანვრამდე სამშენებლო სექტორისთვის მოქმედებდეს იგივე რეჟიმი“,-განაცხადა ბექა დავითულიანმა