მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაზუსტებელია EU-ს 12 პუნქტი რა შემთხვევაში ჩაითვლება შესრულებულად - ელგუჯა ხოკრიშვილი

62c1d3ec94df1
თელარა გელანტია
03.07.22 21:35
1055
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, საქართველოში გერმანიის ყოფილი ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის აზრით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობის შესრულების ლეგიტიმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებრივი და საექსპორტო ჯგუფების ჩართულობა.

ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, 12-პუნქტიანი მოთხოვნები შესრულებადია.

ამასთან, გადაცემაში ელგუჯა ხოკრიშვილმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული ერთგვარი საშინაო დავალების შესრულების პირობებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა/საკითხი გამოყო.

„12 რეკომენდაცია, რომელიც გადმოგვეცა, დასაზუსტებელია იმ კუთხით, რომ როცა წლის ბოლოს როგორც ჩვენს, ისე უკრაინის და მოლდოვის პროგრესს შეაფასებენ, ჩვენ კი გვითხრეს, რომ თუ პირობები შესრულდება, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მოგვენიჭება, მაგრამ რას ნიშნავს და რა ჩაითვლება თითოეული პუნქტის შესრულებად? - რა საკანონმდელო ცვლილებას მოითხოვს ამ პირობების შესრულება და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად?! - საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში? თუ საკმარისია მხოლოდ პირველი მოსმენით მიღება და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე შედგეს არა მხოლოდ ფართო დისკუსია, რომ ჩართული იყოს საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოება, ასევე საჭიროა ევროკომისიასთან კომუნიკაცია, რათა მათთანაც შეთანხმდეს, რას ნიშნავს ის მინიმალური შესრულება, რომელსაც ევროკომისია გულისხმობს თითოეულ პუნქტთან მიმართებით.

ძალიან ბევრი რეკომენდაცია ეფუძნება უკვე არსებულ რეკომენდაციებს და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, შესაძლებელია, ეს ვადები შევიწროვდეს კიდეც“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა და იქვე დასძინა, რომ პრაქტიკის გათვალისწინებით, ევროკომისიის მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტს საქართველო, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს უნდა ელოდოს.

„ამდენად, ჩვენს ინტერესებშია, რომ ევროკომისიის ყველა პუნქტი ნოემბრამდე“, - შესრულდეს.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია #შინევროპისკენ მიმდინარეობს.