მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა აზარტული თამაშების აკრძალულ პირთა სიის შექმნის საკითხი?

620610720ffaa
მარიამ ვარადაშვილი
11.02.22 18:30
959
გასული წლის ბოლოს მიღებული "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვილებების საფუძველზე 1-ელ მარტამდე "აკრძალულ" და “დამოკიდებულ” პირთა მონაცემთა ბაზები უნდა შეიქმნას.

BMG დაინტერესდა, რა ეტაპზეა ეს პროცესი, რომლის შექმნაზეც შემოსავლების სამსახურია პასუხისმგებელი. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ზემოაღნიშნული პროექტების შემუშავებაზე, რომელიც მიღებული იქნება კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, მთავრობის დადგენილებაში და ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში აისახება ყველა ის საკითხი, რომელიც საჭიროა, აღნიშნული მონაცემების ბაზის შექმნისთვის და აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების პროცედურებისთვის.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი (მონაცემების შეტანა, ვადა). კერძოდ, პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე, მისი ოჯახის წევრი ხდება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

აგრეთვე განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე. კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება.

დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი - მთავრობის ნორმატიული აქტით.

როგორ გადაამოწმებენ ონლაინ კაზინოები მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას?