11.აგვისტო .2020 11:10

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

views 418
უკან

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. პროექტი ითვალისწინებს სოფლების - ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტ წყალმომარაგებას.

ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა" უახლოეს დღეებში დაიწყებს. კონტრაქტორმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 26 თვეში უნდა დაასრულოს. სოფლების წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მლნ ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების ფარგლებში სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები უნდა მოეწყოს, ასევე უნდა აშენდეს ახალი რეზერვუარები და საქლორატორო.

სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა