მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში 400 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი აშენდება

6356982f9e3e3
BM.GE
24.10.22 17:31
691
ბათუმში 400 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი აშენდება, - ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, კამპუსის აშენება ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუდენტებს, რომლებიც კამპუსში მინიმალურ ფასად იცხოვრებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ახალი საცხოვრებელი კამპუსი, 400 სტუდენტზე გათვლილი, რომელიც მისცემს საშუალებას როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს, ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კამპუსის შესახებ მეტი დეტალი არ დაუსახელებია.