მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანაკლიის სასტუმროში დატვირთულობა 7%-ია, ხოლო მესტიაში 5,5%” - მაია მურაჩაშვილი

60d36d1ce52bb
ანუკა ჯოხაძე
23.06.21 23:27
837
TBC CAPITAL-ის კვლევის მიხედვით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა თითქმის ყველა რეგიონში გაზრდილია, თუმცა განსაკუთრებული ზრდა მაინც ბათუმში, კახეთსა და თბილისშია. სხვა დანარჩენ რეგიონებში კი დატვირთულობა შედარებით დაბალია. სასტუმროების მენეჯერი მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ დატვირთულობასთან მიმართებით პრობლემები დიდი ზომის სასტუმროებსაც აქვთ.

როგორც მურაჩაშვილი აღნიშნავს, დატვირთვა იმდენად დაბალია, რომ შემოსავლები წელსაც კი, მაშინ როცა ტურიზმის აღდგენაზე აქტიურად დავიწყეთ საუბარი, 2019 წელთან შედარებით 95%-ით არის შემცირებული.

“სამი რეგიონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გუდაურშიც, ანაკლიასა და მესტიაშიც დიდ სასტუმროებს მუშაობა პატარა სასტუმროსთან შედარებით ძალიან უჭირთ. ამ რეგიონების შემთხვევაში პატარა სასტუმროები უფრო არის დატვირთული, ვიდრე დიდი ზომის, თუმცა ისინიც ძირითადად ადგილობრივ დამსვენებლებზე მუშაობენ. რაც შეეხება, დიდ სასტუმროებს, მაგალითად ანაკლიის სასტუმროში დატვირთულობა 7%-ია, ხოლო მესტიაში 5,5%", - აცხადებს სასტუმროების მმართველი მაია მურაჩაშვილი.