მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანელი ექსპერტების ჩართულობით, ქართული საწარმოების ინტრუქტორების გადამზადების პროგრამა იწყება

63806a9ace2ad
BM.GE
25.11.22 11:08
541
საქართველოს სავაჭრო პალატა შტუტგარტის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით იწყებს ქართული საწარმოების ინტრუქტორების გადამზადებას და მათთვის გერმანული გამოცდილების გაზიარებას.

პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება გახსნეს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგ კურსებს ინსტრუქტორებისთვის, რომლებიც ქართულ საწარმოებში პროფესიული სწავლების პროცესს წარმართავენ.

სასწავლო კურსებს გერმანელი ექსპერტები ქართული კომპანიებისთვის 12-დან 17 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარებენ.


NS