აზერბაიჯანელი ინვესტორი "სილიკონ ველიდან" ქართული სტარტაპით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის სტარტაპ კომპანია ELVEN TECHNOLOGIES-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვამეხ ხერხეულიძემ მიაწოდა.
როგორც ის ამბობს, მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა უკვე მზადაა და ტესტირებისთვის ემზადება. მისი თქმით, დღეს ქართველ სტარტაპერებს საფრანგეთში, ავსტრალიაში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ლატვიაში, კოლორადოს შტატში და კიდევ ბევრგან სწორედ ამ უნიფორმის დამსახურებით ცნობენ. კომპანია პროდუქტის წარმოების დაწყებას 2022 წლის ბოლოსთვის გეგმავს.
“უკვე გვიცნობენ ნიუ-იორკში, ასევე კოლორადოში, სადაც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ონლაინ შეხვედრები გვქონდა. გავიცანით ძალიან საინტერესო ხალხი, რომლებიც NASA-სთან ძალიან ახლო კონტაქტზე არიან. კოლორადოში არის ძალიან დიდი ხანძრები, ამიტომ იქაურმა "ენჯელ ინვესტორებმა" გადაწყვიტეს, რომ ხანძრებთან საბრძოლველად დაიწყონ ფულის დახარჯვა.
საფრანგეთშიც ავტომატურად უკვე გვიცნობენ, იმიტომ რომ ევროსაბჭოს გრანტი გვაქვს. კონტაქტები იყო უზბეკეთშიც და ყაზახეთშიც, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით სიახლე არ არის. ბოლოს კი აზერბაიჯანში გაჩნდა საინტერესო კონტაქტი ცოტა ხნის წინ.
აზერბაიჯანელი ინვესტორი გამოჩნდა "სილიკონ ველიდან", რომელმაც შეიძლება ძალიან მარტივად აქ გაგვაქროს და გაგვაჩინოს იქ. საკმაოდ ძლიერ ინვესტორზე მაქვს საუბარი", - აცხადებს ELVEN TECHNOLOGIES-ის თანადამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი