მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი მზად არის ევროკავშირს გაზის მიწოდება გაუზარდოს

622c9913cf0d8
გიორგი თოლორდავა
12.03.22 17:13
1720

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება იმის რისკები, რომ რუსეთის მთავრობამ ევროკავშირის რუსულ ნავთობსა და გაზზე ენერგოდამოკიდებულება სანქციების საპასუხო პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს. გარდა ამისა, ევროკავშირის გეგმავს, რომ 2022 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულება 66%-ით შეამციროს, 2030 წლისთვის კი გაერთიანებამ რუსეთისგან სრული ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს.

ევროკომისიის მიერ დასახული მიზნების მიღწევის მთავარი გზა ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიცირება და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაა.

ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანი მზად არის ევროკავშირს და მეზობელ სახელმწიფოებს გაუზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება, ამისათვის საჭირო რეზერვები და საწარმოო შესაძლებლობები კი ქვეყანას გააჩნია.

„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მეზობელ ქვეყნებში გავზარდოთ გაზის მიწოდება, ისე როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში გავაკეთეთ. ევროპისთვის მიწოდების გაზრდისთვის გეგმის შემუშავებაა საჭირო. ჩვენ გვაქვს რეზერვები, რომელთა გამოყენებაც გარკვეული ინვესტიციების საშუალებით მომდევნო 100 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირში მიწოდების გაზრდისთვის საჭირო მარაგები“, - განაცხადა შაჰბაზოვმა.

ბუნებრივი აირის მარაგების საერთო მოცულობით აზერბაიჯანი მსოფლიოში 25-ე ადგილზეა და ის 35,000,000 მილიონ კუბურ ფუტ გაზს ფლობს, რაც გლობალური რეზერევის 0.5%-ია, წარმოების წლიური მაჩვენებლით კი აზერბაიჯანი მსოფლიო რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს.


შედარებისთვის, რუსეთის ფედერაცია ბუნებრივი აირის მარაგების მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, წარმოების მაჩვენებლით კი - მეორეზე. რუსეთი დაახლოებით 1,688,228,000 კუბურ ფუტ გაზს ფლობს, რაც გლობალური რეზერვების 24.3%-ია.

რაც შეეხება ევროკავშირის ენერგომომარაგებას, EU-ს მიერ ყოველწლიურად იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის თითქმის 45% რუსეთიდან შედის.

რომელ ქვეყნებს აქვთ ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი რეზერვები - რეიტინგი