მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებს საქართველოს სოციალური გაზი შეღავათიანი ტარიფით მიაწოდოს - მაჰირ მამედოვი

5fdb698c3181f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 18:12
3614
დღეს, საქართველოსა ეკონომიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოში სოციალური გაზის ტარიფს შეამცირებს. განახლებული გაზის ტარიფი SOCAR-ისგან შესასყიდ
200 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გავრცელდება. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ეს ბუნებრივი აირი მოსახლეობისთვის და თბოელექტროსადგურებისთვის იქნება განკუთვნილი.

როგორც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ Socar Georgia-ს პრეზიდნეტმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, აზერბაიჯანმა  საქართველოსთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სოციალური ბუნებრივი აირი შეღავათიან ფასად მიაწოდოს.

„დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და Socar-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ამ შეთანხმების ვადის პერიოდში ჩვენს თანამშრომლობას გასაზღვრავს. ამ დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანი იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს შიდა სოციალურ ბაზარს გაზი შეღავათიანი ტარიფებით მიაწოდოს. ბუნებრივი აირისი დაბალი ტარიფი სოციალურ ფენას - საქართველოს მოქალაქეებს მეტ კომფორტს შეუქმნის და ასევე მისცემს სახელმწიფოს შესაძლებლობას ბუნებრივი აირის დაბალი სოციალური ტარიფები შეინარჩუნოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უცვლელია საქართველოში და მოსახლეობის კეთილგანწყობას იწვევს“, - განაცხადა მაჰირ მამედოვმა.

მისივე თქმით, შემგომ პერიოდში შესაძლოა, მხარეებმა გადახედონ პირბებს, ბაზარზე განვითარებული მოვლენები აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის მეორეხარისხოვანია, რადგან უპირატესობა ურთიერთთანამშრომლობას ენიჭება.

„აზერბაიჯანმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულ დროს მოიცავს, თუმცა მგონია რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა ამაში საბაზრო პრინციპებიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ყოველთვის ვერ მიჰყვება ფეხდაფეხ ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, იმიტომ რომ ეს მეგობრული ურთიერთობებია. აქედამ გამომდინარე ურთიერთთანადგომით ჩვენ ჩამოვრჩებით ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, რიგითი მოქალაქეებისა და ერების სასიკეთოდ. სოციალური ორიენტაციის პოლიტიკა ორივე ქვეყანაშია, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას“, - განმარტა Socar Georgia-ს პრეზიდენტმა.

"საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. 

სემეკის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მისაწოდებელი "სოციალური გაზის" ტარიფები ასეთია - "სოკარ ჯორჯია გაზის" ქსელში 92.25 დოლარი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე; თბილისი ენერჯის ქსელში 103.7 დოლარი. ეს არის ტარიფი, რომლითაც გაზი მომხმარებლებს მიეწოდებათ. მაღალი ალბათობით, ბუნებრივი აირის ტარიფი, რომლითაც სოკარის მიერ გაზი ნავთობისა და გაზის კორპორაციას მიეწოდება, უფრო დაბალია.