მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი ხურმის ექსპორტისთვის ახალ ბაზრებს ეძებს

5db93b60a2d93
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 11:25
721

აზერბაიჯანი ხურმის ექსპორტისთვის ახალ ბაზრებს ეძებს. აზერბაიჯანული მედიის ინფომაციით, განცხადება აღნიშნულტან დაკავშირებით მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააკეთა.


გადირ იუსიფოვის თქმით, აზერბაიჯანული ხურმა ამ დრომდე ექსპორტზე გადის რუსულ ბაზარზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის და გაფართოება აუცილებელია.


"წელს ხურმის პროდუქტიულობა მაღალია, ხოლო რუსეთში მსყიდველუნარიანობა, რომელიც ხურმაზე ერთ-ერთი მთავარი ბაზარია, დაბალია. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ახალ ბაზრებს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ არაბულ ქვეყნებთან’’ -განაცხადა იუსიფოვმა.


წელს, აზერბაიჯანმა ექსპორტზე 27.071 ათასი ტონა ხურმა გაიტანა, მისი საერთო ღირებულება 20,506 მილიონი დოლარი იყო. ხურმის ექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 0.15% შეადგინა.

https://vzglyad.az/news/147843