მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანიდან 16 730 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანა აღიკვეთა

5fa3a25e18702
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.20 12:00
1127
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აღურიცხავი საწვავის შემოტანა კონტროლი მკაცრდება - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი",  აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, 16 730 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება, რაც საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.