მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანიდან 16.5 მილიონი რუბლის შემოტანას უკანონოდ ცდილობდნენ

60964acf61989
BM.GE
08.05.21 12:23
895
საბაჟო გამშვებ პუნქტ "წითელი ხიდზე", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის (აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 760 996.5 ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქე ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა.