მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა $50 მილიარდს გადააჭარბა

5db693ff28768
მიხეილ ხაჩიძე
28.10.19 11:44
2622
2019 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანის სტრატეგიული სავალუტო რეზერვები 11,7%-ით გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.


"2019 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანის სტრატეგიული სავალუტო რეზერვები  11,7%-ით გაიზარდა და 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა", - აღნიშნა ელმან რუსტამოვმა.


აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიული სავალუტო რეზერვები ცენტრალური ბანკის, ნავთობის სახელმწიფო ფონდის აქტივებისა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფონდებისგან იქმნება.


აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა პიკს 2014 წლის 1 ოქტომბერს მიაღწია; მაშინ რეზერვების დონემ 53,7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2014 წლის მეოთხე კვარტალში კი, სავალუტო რეზერვების შემცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2015-2016 წლებშიც გაგრძელდა.