10.ოქტომბერი .2019 13:35

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ თბილისში ვიზიტორთა ცენტრი „Azerbaijan.Travel” გახსნა

views 215
უკან

აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერმა ეროვნულმა ორგანიზაციამ, აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ, თბილისის შუაგულში ვიზიტორთა ცენტრი „Azerbaijan.Travel” გახსნა. გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ კონცეფციას, რამეთუ ის ხალხს საშუალებას აძლევს, გაეცნონ იმ მრავალფეროვან გამოცდილებებს, რომლებსაც მათ სთავაზობს აზერბაიჯანი. საინფორმაციო სტენდებთან ერთად, ცენტრში განთავსდება ტურისტული სააგენტო, რომელიც ვიზიტორებს გააცნობს დეტალებს ტურებსა და მოგზაურობების შესახებ და მათ მისცემს აღნიშნული ღონისძიებების დაჯავშნის საშუალებას.

აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ფუად ნაღიევი: „ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ის ღირებულებები, რომლებიც კარგ მეზობლებსა და მეგობრებს ერთმანეთთან აახლოვებს. დღეს დილით ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ არაერთი საკითხი, მათ შორის ისეთი რეგიონული ტურების ორგანიზების საჭიროება, რომლებიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანს.”

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს გენერალური დირექტორი, ფლორიან ზენგსტშმიდი: „ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და „Azerbaijan.Travel”-ის გაზსნით ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ. აზერბაიჯანი ბევრი კუთხით იდეალური დესტინაციაა. ბაქო არის მდიდარი ქალაქი თანამედროვე ინფრასტრიქტურით, შესანიშნავი სატრანსპორტო სისტემებითა და გამოცდილებების მრავალფეროვნებით. აზერბაიჯანელები მოხარული იქნებიან, ქართველ სტუმრებს გაუზიარონ თავისი კულტურა, სამზარეულო და ქვეყანა.”

აზერბაიჯანში შემოსულ ვიზიტორთა 22%-ს სწორედ საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. თბილისიდან პირდაპირი ფრენების, გაუმჯობესებული სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებისა და უვიზო მიმოსვლის კვალობაზე ეს მაჩვენებელი 2020 წელს სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. აზერბაიჯანი შეუერთდება იმ სახელმწიფოთა სიას, სადაც ტურიზმს მშპ-ში დიდი წილი უკავია. არსებული პროგნოზის თანახმად, შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს წილი წელიწადში 6%-ს შეადგენს, რითიც აზერბაიჯანი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანათა ოცეულში შედის.

ყოველივე ზემოაღნიშნულს წინ უძღვებოდა აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს მარკეტინგული კამპანია სახელად „შეხედეთ სხვა თვალით“, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის დამალული მარგალიტების აღმოჩენის წახალისებას და 2023 წლისთვის ტურისტთა არსებული ნაკადის გაორმაგებას.

აზერბაიჯანი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მას გააჩნია ცხრა კლიმატური ზონა, რის შედეგადაც ის მოგზაურებს მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომ ევროპულ გამოცდილებას სთავაზობს. დაწყებული ბაქოს თანამედროვე „ცეცხლოვანი კოშკებიდან“ და დამთავრებული მისი ძველი ქალაქით, რომელიც შეტანილია იუნესკო-ს სიაში, აზერბაიჯანის ღირსშესანიშნაობები მიმზიდველია ყველა ადამიანისთვის - როგორც ინდივიდუალური ტურისტებისთვის, ისე ჯგუფებისთვის. ქვეყნის ცხოვრება და ენერგია გადამდებია. მისი ბაზრებითა და ჯაზ-კლუბებით, ბაქო წარმოადგენს იდეალურ დესტინაციას როგორც უკვე ჩამოყალიბებული ოჯახებისთვის, ისე თაფლობის თვის გასატარებლად და დაქორწინებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა