მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა ელექტროენერგიის ექსპორტი გაზარდა - საქართველო მთავარი იმპორტიორია

60abd2890523d
მადონა გასანოვა
25.05.21 00:40
720
2021 წლის იანვარ-აპრილში, აზერბაიჯანმა ელექტროენერგიის ექსპორტი 7.4%-ით გაზარდა და ჯამში, 554.5 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. აზერბაიჯანის ელექტროენერგიის მთავარ საექსპორტო ბაზარს საქართველო წარმოადგენს, სადაც, საანგარიშო პერიოდში, 499.8 მილიონი კვტ/სთ-ის ექსპორტი განხორციელდა.

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, აზერბაიჯანმა 554.5 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, რაც 53.8 მილიონი კვტ/სთ-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპორტის ჯამური მაჩვენებლიდან, 10.8 მილიონი კვტ/სთ-ის ექსპორტი ირანში განხორციელდა, 12.7 მილიონი კვტ/სთ-ს - თურქეთში, 31.2 მილიონი კვტ/სთ-ის - რუსეთში, ხოლო 499.8 მილიონი კვტ/სთ-ის - საქართველოში. აღნიშნულის შესახებ, ადგილობრივი გამოცემა, REPORT-ი წერს.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აპრილში, აზერბაიჯანმა 47.2 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. ამათგან, 10.8 მილიონი კვტ/სთ-ის იმპორტი ირანიდან მოხდა, 32 მილიონი კვტ/სთ-ის - რუსეთიდან, ხოლო 4.4 მილიონი კვტ/სთ-ის - საქართველოდან.

მხოლოდ აპრილში, აზერბაიჯანმა 47.5 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. იმპორტის მაჩვენებელი 15 მილიონი კვტ/სთ იყო.

გამოცემის თანახმად, 2021 წლის მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება, 1 კვტ/სთ-ზე 0.04 აშშ დოლარს (0.07 აზერბაიჯანული მანათი) შეადგენდა. შესაბამისად, პირველ ოთხ თვეში ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტიდან 22.1 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.