29.თებერვალი .2020 16:00

აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

views 220
უკან

აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 


„ვითვალისწინებთ რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეზღუდვის რეჟიმი დავაწესოთ აზერბაიჯანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე 2020 წლის 29 თებერვლის 16:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში. შექმნილი ვითარების შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში ირანის შესაბამისი უწყებები“-აღნიშნულია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად აზერბაიჯანის მთავრობაში შექმნილი შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით,  საზღვრის ჩაკეტვა არ ნიშნავს იმას, რომ ირანში მყოფ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ მიეცემათ. ამ მიზნით სპეციალური ე.წ. დერეფანი გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა