მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან დამაკავშირებელი სარკინიზგო ხაზის მშენებლობა დაიწყო

602c29ac24b36
თამთა ჯიჯავაძე
17.02.21 00:16
1398
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რეგიონიდან აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, ალიევი ფუზულის რეგიონს რამდენიმე დღის წინ მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრობდა, სადაც შესაბამისი ცერემონიალიც გაიმართა.

როგორც თურქული მედია წერს, 100-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი ქალაქ ჰორადიზს აღბანდთან დააკავშირებს, რომელიც სომხეთის საზღვართან მდებარეობს.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მათ მიზანს სარკინიგზო ხაზით თურქეთთან უფრო მარტივად დაკავშირება წარმოადგენს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ პროდუქციის მიწოდება აზერბაიჯანიდან თურქეთამდე, და ნახიჩევანამდე სომხეთის გავლით და პირიქით“, - განაცხადა ალიევმა 2020 წლის ბოლოს.

წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ორი წელი დასჭირდება.