02.სექტემბერი .2019 19:04

აზერბაიჯანმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

views 264
უკან

აზერბაიჯანმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი რეგულაცია ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევიდა.

გადაწყვეტილების თანახმად, თურქეთის პასპორტის მქონე პირებს აზერბაიჯანში ჩასასვლელად საკონსულოში, ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ. მათ აეროპორტებსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ქვეყანაში 30 დღის გატარების უფლება ეძლევათ.

სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთს ივლისში აცნობა.